სწორად შეარჩიეთ საუთოო მაგიდა

საუთოო მაგიდა არის ერთ-ერთი საჭირო ნივთი, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულად და ხარისხიანად ტანსაცმლის გაუთოებას.

მოსახერხებელი და მაღალი ხარისხის საუთოო მაგიდა საკმაოდ ამარტივებს გაუთოების პროცესს. სხვა საყოფაცხოვრებო მსხვილ თუ წვრილ ტექნიკასთან ერთად, ისიც ერთ-ერთი აუცილებელი და გამოსადეგი ნივთია.

მაგიდების ზომა სიგრძე-სიგანითა და სიმაღლის დანამატით განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ დიდი ზომის თეთრეულს აუთოებთ, მაგალითად, საწოლის გადასაფარებლებსა და ფარდებს, ამ შემთხვევაში, მოსახერებელია რკინის კონსტრუქციით აღჭურვილი დაფები, რომელსაც სიმაღლის დამატების ფუნქციაც აქვს, რომელიც ამარტივებს პროცესს. 

სწორად შეარჩიეთ საუთოო მაგიდა

მოზრდილთან ერთად, არსებობს შედარებით მცირე ზომის საუთოო მაგიდები, რომელიც არ დაიკავებს დიდ ადგილს. ასევე კედელზე მიმაგრებული ან კედელში ჩამონტაჟებული საუთოო მაგიდები, რომელიც სივრცის დაზოგვის მიზნით მოსახერხებელია.

თუ ხშირად გიწევთ უთოს გამოყენება, სჯობს დიდი ზედაპირის მქონე საუთოო მაგიდა შეარჩოთ. ამით თქვენს დროს დაზოგავთ (მცირე ზომის ზედაპირიან საუთოო მაგიდაზე ხშირად მოგიწევთ სამოსის გადატრიალება)

 

სწორად შეარჩიეთ საუთოო მაგიდა

საუთოო მაგიდის მასალები და შერჩევის პარამეტრები:

ლითონის მასალისგან დამზადებული დაფები ძლიერი და გამძლეა, მაგრამ მძიმეა და არც ორთქლს ატარებს. თუ იგი დამზადებულია ბადის სახით, გაცილებით მსუბუქი იქნება და ორთქლს ნახვრეტებში გავლაც შეეძლება.

ხე საიმედო და გამძლე მასალაა, მაგრამ არც ისე  მსუბუქია. გარდა ამისა, ორთქლის მუდმივი ზემოქმედების შედეგად, ხე დეფორმირდება და სწრაფად ფუჭდება.

თერმოპლასტიკური მაგიდები არის მსუბუქი და გამძლე. გაითვალისწინეთ: დაფა უნდა იყოს საკმარისად რბილი, მაგრამ არა ძალიან გლუვი.

გასაუთოებელი მაგიდა შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის, მაგრამ რაც უფრო ფართოა, მით უფრო მოსახერხებელია დიდ ნივთებთან მუშაობა  (ფარდებთან, თეთრეულთან).

პოპულარული მოდელები

საუთოო მაგიდა 36x114სმ Pera Lux MM430
საუთოო მაგიდა 36x114სმ Pera Lux MM430
Regular price 170.00 ლარი 89 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საუთოვებელი მაგიდა CINGILLIOGLU CM-048 MELENA
საუთოვებელი მაგიდა CINGILLIOGLU CM-048 MELENA
Regular price 129 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საუთოო მაგიდა CINGILLIOGLU CM-930 MABEL CHROME19904 130 x 46 სმ
საუთოო მაგიდა CINGILLIOGLU CM-930 MABEL CHROME19904 130 x 46 სმ
Regular price 259 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საუთოვებელი მაგიდა CINGILLIOGLU CM-100 CINGI NEW
საუთოვებელი მაგიდა CINGILLIOGLU CM-100 CINGI NEW
Regular price 119.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია