უსადენო მტვერსასრუტი Arnica ET11201
უსადენო მტვერსასრუტი Arnica ET11201
Regular price 430.00 ლარი 399 ლარი / თვეში 22 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი Arnica ET14450
მტვერსასრუტი Arnica ET14450
Regular price 399.00 ლარი 369 ლარი / თვეში 20 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი BEKO VCC 61605 AF
მტვერსასრუტი BEKO VCC 61605 AF
Regular price 449.00 ლარი 399 ლარი / თვეში 22 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი ARSHIA VC014-2773
მტვერსასრუტი ARSHIA VC014-2773
Regular price 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი BEKO VCM 71605 AP
მტვერსასრუტი BEKO VCM 71605 AP
Regular price 529.00 ლარი 419 ლარი / თვეში 23 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი PHILIPS XC8347/01
მტვერსასრუტი PHILIPS XC8347/01
Regular price 3,999.00 ლარი 2,399 ლარი / თვეში 129 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
მტვერსასრუტი Arnica ET14443
მტვერსასრუტი Arnica ET14443
Regular price 420.00 ლარი 389 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი Arnica ET14440
მტვერსასრუტი Arnica ET14440
Regular price 419.00 ლარი 389 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი Arnica Tesla Premium ET14301
მტვერსასრუტი Arnica Tesla Premium ET14301
Regular price 650.00 ლარი 605 ლარი / თვეში 33 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი Arnica ET14330
მტვერსასრუტი Arnica ET14330
Regular price 550.00 ლარი 509 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი BEKO VCC 44824 AW
მტვერსასრუტი BEKO VCC 44824 AW
Regular price 289.00 ლარი 219 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი Arnica Tesla ET14310
მტვერსასრუტი Arnica Tesla ET14310
Regular price 499.00 ლარი 464 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი Arnica Tesla Premium ET14300
მტვერსასრუტი Arnica Tesla Premium ET14300
Regular price 649.00 ლარი 605 ლარი / თვეში 33 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

მტვერსასრუტი - mtversasruti

მტვერსასრუტი ყველაზე იაფად, ონლაინ განვადებით და 1 წლიანი გარანტიით. სუპერ თანამედროვე მტვერსასრუტების ძალიან დიდი არჩევანი უფასო ადგილზე მიტანით, Bosch-ის, Samsung-ის, Philips-ის და სხვა მწარმოებლებისგან.

ყველა დიასახლისისთვის ასე საჭირო ეს ნივთი ინტერნეტ მაღაზია Isurve.ge-ში სრულფასოვნად, 50-მდე მეტი მოდელითაა წარმოდგენილი და გაძლევთ საშუალებას უპასუხოთ შემდეგ კითხვას:

როგორ შევარჩიოთ მტვერსასრუტები?

გაითვალისწინეთ, რომ სასურველი მტვერსასრუტის შერჩევისას აქცენტი რამდენიმე ძირითად ფაქტორზე უნდა გააკეთოთ, კერძოდ:

  • ბრენდი - რაც უფრო ცნობილია მწარმოებელი, მით უფრო დიდი არჩევანია წარმოდგენილი და ამასთან, ხარისხიც გაცილებით მაღალია.
  • ფასი - სხვადასხვა ონლაინ მაღაზია, სარგებლობს რა მომხმარებლის გაუთვიცნობიერებლობით, მტვერსასრუტებზე ხელოვნურად გაზრდილ ფასს გთავაზობთ და ცდილობს, ეს ხარისხით, საჩუქრებით, უფასო მიტანით და სხვა მსგავსი აქციებით შეფუთოს. რეალურად სახლის დალაგებისთვის საჭირო ეს ძალიან პოპულარული აქსესუარი რეალურად არცისე ძვირია და მისი ყიდვა ყველა ოჯახისთვისაა შესაძლებელი. მითუმეტეს, თუ განვადებით ყიდვა გსურთ.
  • ფუნქციები - მოცულობა, სიმძლავრე, ხმაურის დონე, შესრუტვის მილის მასალა, კომპლექტაცია... ეს არასრული ჩამონათვალი გახლავთ იმ ფუნქციების, რომლებიც მნიშვნელოვანია, როცა მტვერსასრუტს არჩევთ. მიიღეთ ისინი მხედველობაში და დეტალურად დაათვალიერეთ თითოეული მოდელის აღწერილობა ან მოითხოვეთ ის მაღაზიისგან.

დავიწყოთ მწარმოებლებით:

  1. Philips - ისურვეზე განთავსებული მტვერსასრუტების ნახევარზე მეტი სწორედ ამ ბრენდის პროდუქციისგან შედგება და უნდა ითქვას, რომ ის უპირობოდ ლიდერობს ყველაზე გაყიდვადი მოდელების ჩამონათვალში. ფილიპსის პროდუქტებზე ნაცვლად სტანდარტული 1 წლიანისა, 24 თვიანი გარანტია ვრცელდება და ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ბრენდი მტვერსასრუტები ყველაზე მაღალი ხარისხით გამოირჩევა. 
  2. Arshia - შედარებით დაბალფასიანი, თუმცა ძალიან გამძლე და ხშირ შემთხვევაში ინოვაციური კომპანია, რომლის მტვერსასრუტმაც შეიძლება გაგაოცოთ ფუნქციონალით. არშია გერმანული ბრენდია, რომლის პროდუქტებიც ჩინეთში და დუბაიში მზადდება და მსოფლიო გიგანტებთან შედარებით ნაკლები ცნობადობის ანაზღაურებას ის სწორედ ინოვაციური ფუნქციებით ცდილობს, რითაც ჯამში მომხმარებელი რჩება მოგებული.
  3. Nikai და Franko - 2-2 თუმცა ძალიან პოპულარული მოდელებით არიან წარმოდგენილები და ისინიც არშიას მსგავსად, დაბალ საფასო სეგმენტზე აკეთებენ აქცენტს.

გადავიდეთ ფასზე და გავცეთ პასუხი ბევრი მომხმარებლის მიერ დასმულ შეკითხვას:

როგორ ვიყიდოთ მტვერსასრუტი იაფად?

მტვერსასრუტის იაფად შესაძენად რამდენიმე გზა არსებობს. პირველი - ყველაზე მარტივი, უბრალოდ ჩვენს საიტზე შესვლა და ყველაზე დაბალფასიანი მოდელების დათვალიერებაა. თუმცა გირჩევთ, მეორე, უფრო სარფიანი მეთოდით ისარგებლოთ, მოძებნოთ ან მოითხოვოთ აქციები და ფასდაკლებები, რაც მოგცემთ საშუალებას გაცილებით უფრო ძვირიანი მოდელი, დაბალ ფასად შეიძინოთ. 

მტვერსასრუტები ყველაზე იაფად:

მტვერსასრუტი - mtversasruti

სახლის მტვერსასრუტების ფასი 136 ლარიდან იწყება და 1000 ლარამდე მერყეობს. ყველაზე გაყიდვადი მოდელების საშუალო ღირებულება კი 280-300 ლარი გახლავთ.

ფასი საინტერესოა განვადების შემთხვევაშიც, ვინაიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საგანვადებო პროდუქტია. თიბისი, საქართველოსა და კრედო ბანკების ონლაინ განვადების მეშვეობით მათი შეძენა ძალიან იაფად და მარტივად, თვეში 8 ლარიდანაა შესაძლებელი.

პრემიუმ ფასის მტვერსასრუტები:

მტვერსასრუტი - mtversasruti

დაბოლოს, ფუნქციონალი:

ჩამოვთვლით რამდენიმე ძირითად, ყველაზე გასათვალისწინებელ ფუნქციონალს. რაც უფრო მეტია ის და რაც უფრო მაღალი ან მოსახერხებელია მონაცემი, მტვერსასრუტი მით უფრო ძვირი ღირს და პირიქით.

  • მაქსიმალური სიმძლავრე - მძლავრი მოდელები უფრო მარტივად იღებენ მტვერს და მიუხედავად იმისა, რომ უფრო მაღალ კილოვატიანი მოტორით არიან აღჭურვილნი, ჯამურად ნაკლებ ენერგიას მოიხმარნენ.
  • ტევადობა - ბუნებრივია, რაც უფრო მეტია მტვრის სათავსოს ტევადობა, მით უფრო იშვიათად საჭიროებს ეს დაცლას და ქმნის ნაკლებ დისკომფორტს ამ კუთხით.
  • ვაკუუმის წნევა - უშუალო კავშირშია სიმძლავრესთან. ზოგადად, მაღალი წნევა უმცირესი მტვრის ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაწილაკების იდეალურად შესრუტვას უზრუნველყოფს.
  • ფილტრი - მტვერსასრუტის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი და საჭირო აქსესუარი. რაც უფრო მაღალი ხარისხისაა ის, მით უფრო იშვიათად საჭიროებს შეკეთებას, გაწმენდას და ამ მხრივ ნაკლებად კარგავს სიმძლავრეს.
  • მოქმედების სრული მანძილი - ალბათ ბევრ თქვენგანს გამოუცდია, რამდენად მოუხერხებელია, როცა მოკლე კაბელის გამო ოთახის კუთხეებს ვერ წვდებით და გიწევთ ერთი შტეფსელიდან გამოერთება და მეორეში შეერთება ან დამაგრძელებლის გამოყენება. 
  • გორგოლაჭების მასალა - პლასტმასის ან რკინის გორგოლაჭები აფუჭებენ იატაკის ზედაპირს, ხაზავენ მას და გირჩევთ რბილი მასალისგან დამზადებულ გორგოლაჭებზე გააკეთოთ აქცენტი.
  • ხმაურის დონე - შეწუხებული მეზობლები ან შეშინებული ბავშვები ის უარყოფითი ფაქტორებია, რომელსაც ხმაურის მაღალი დონის მქონე მტვერსასრუტები იწვევენ. თანამედროვე მოდელებს ამ მხრივ ნაკლები პრობლემა აქვთ, თუმცა, გირჩევთ, დეციბალები მაინც გადაამოწმოთ და მათი სიმძავრესთან მაქსიმალურად ეფექტიანი შეფარდება შეარჩიოთ.
  • დატენვის ფუნქცია და ინდიკაცია - მტვერსასრუტები, რომლებიც იტენებიან, განსაკუთრებით მოსახერხებელია, არ საჭიროებენ რა კაბელს, თუმცა შედარებით ძვირი ღირს. ეს პირდაპირი კავშირი არ არის ინდიკატორიან და არაინდიკატორიან მოდელებს შორის. დღეისთვის, ეკრანიანი მოდელების ყიდვა საკმაოდ იაფად შეგიძლიათ და ეს ძალიან მოსახერხებელია, აჩვენებს რა სიმძლავრეს, რომელ ფუნქციაზეა ჩართული და ა.შ.
  • კაბელის ავტომატური დახვევის ფუნქცია - კაბელთან დაკავშირებული კიდევ ერთი დისკომფორტის მოგვარების გზა. არ გიწევთ ხელით ამაზე ზრუნვა და ამ მხრივ სახლის დალაგება ძალიან გიმარტივდებათ.
  • სახელურები - დამატებითი კომფორტი მტვერსასრუტის გადასაადგილებლად. 
  • კომპლექტია (დამატებით საჭირო დეტალები) - დამატებითი ფილტრები, ასაღებად განკუთვნილი ღერძები და ა.შ.
  • წონა - მძიმე, როგორც წესი მოუხერხებელთან ასოცირდება, ამ მხრივ ვფიქრობთ, დამატებითი ახსნა არ არის საჭირო. ბუნებრივია, რომ მაღალი სიმძლავრის მქონე მოტორები შედარებით მძიმეა, თუმცა ოქროს შუალედის მოძებნა მაინც მარტივად შეიძლება.
  • გაბარიტები - ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვათ გაბარიტებზეც, მცირე მოცულობის მძლავრი მოდელები უფრო მარტივად შესანახია და ბევრი მომხმარებლის აზრით, ვიზუალურადაც უკეთესად გამოიყურება.

მტვერსასრუტი Bosch

ისურვე გთავაზობთ გერმანული Bosch-ის ყველაზე პოპულარულ მტვერსასრუტს, BS 887. ის ტომრიანი მტვერსასრუტების ტიპს განეკუთვნება, ძალიან მძლავრია და განსაკუთრებული შესრუტვის ტექნოლოგიით გამოირჩევა. მისი ფასი 287 ლარია, ხოლო განვადების თვიური ღირებულება 18 ლარი, თუ მაქსიმალურ ვადაზე გააკეთებთ. ცხადია, შეგიძლიათ თვეები თქვენი სურვილისამებრ გაანაწილოთ, 3-დან 24 თვემდე პერიოდზე.

ამას გარდა Bosch-ის ეს მოდელი სიმძლავრისა და მიმდინარე ფუნქციონალური მაჩვენებლების მონიტორითაა აღჭურვილი,

ისურვე.ჯი-ზე დედამიწის წამყვანი ბრენდებია წარმოდგენილი და მათი ნაწარმი ყველაზე დაბალ ფასში იყიდება, ჩვენთან ყოველთვისაა შესაძლებელი ფასდაკლების მიღება, ხოლო საკურიერო სერვისი მთელი ქვეყნის მაშტაბით უფასოა!

არ არის მძიმე და მაქსიმალურად მოსახერხებელი დიზაინი აქვს.

მტვერსასრუტი ინტერიერის იდეალური სისუფთავისთვის

ელექტრო მოწყობილობები ჩვენს ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებენ, იქნება ეს მობულურები, თავის მოვლის საშუალებები, თუ საოჯახო ტექნიკა.

მტვერსასრუტი საუკეთესო გამოსავალია სახლის დასასუფთავებლად, სულ რამდენიმე წუთში, ძალიან მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

რაც არ უნდა აკურატულები ვიყოთ, იატაკზე ხვდება ნებისმიერი საყოფაცხოვრებო მტვრის ნაწილაკი და ნამცეცები.

ზრდასრულებისთვის მარტივია პროცესის კონტროლი, თუმცა, როცა სახლში ბავშვები არიან, საქმე რთულდება.

მტვერსასრუტი იაფად საუკეთესო მწარმოებლებისგან შეგიძლიათ შეუკვეთოთ ისურვეზე, რადგან ისედაც ხელმისაწვდომ ფასად მოცემულ პროდუქციას ხშირად გთავაზობთ ფასდაკლებით, ხოლო ბარათით გადახდის შემთხვევაში, იღებთ დამატებით ფასდაკლებას.

მტვერსასრუტების ფასები ბრენდისა და სიმძლავრის მიხედვით განსხვავდება

საოჯახო ტექნიკის არჩევისას ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას მის სიმძლავრეს და ვაკვირდებით მხოლოდ ბრენდს. ეს კი შეცდომაა.

ბრენდული წარმოების ტექნიკა ხშირად მაღალფასიანია, ხოლო იგივე სიმძლავრის ანალოგები ბევრად ბიუჯეტურ ფასადაც მოიძებნება.

შეიძინეთ სასურველი პროდუქცია ისურვეზე ყველაზე იაფად ხარისხის გარანტიითა და ხელსაყრელი პირობებით.